სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს. ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე და შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია