
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო. ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება
იმედი|imedinews.ge
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დენისა საკოვას ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება უკვე დაწყებულია, ხოლო მიწოდება ხვალ აღდგება.
„უკრტრანსნაფტას“ ინფორმაციით, დღეს დილით ნავთობსადენ „დრუჟბაში“ ბელარუსიდან, უკრაინის მხარეზე წნევის აწევა და ნავთობის შევსება დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ნავთობის გადაქაჩვა და სლოვაკეთისთვის მიწოდება ხვალ დილით (23 აპრილს) დაიწყება“, - დაწერა საკოვამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნავთობსადენი მწყობრიდან იყო გამოსული მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge