ზელენსკი: 90 მილიარდი ევროს განბლოკვა სიგნალია რუსეთისთვის, რომ დაასრულოს ომი

ზელენსკი: 90 მილიარდი ევროს განბლოკვა სიგნალია რუსეთისთვის, რომ დაასრულოს ომი

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის ფინანსური დახმარების განბლოკვამ, ახალ სანქციებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაცია ფაქტობრივად უკვე დაწყებულია, რაც მოიცავს უკრაინისთვის განკუთვნილი ორწლიანი, 90 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის განბლოკვას, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს.

„განბლოკვა არსებულ პირობებში სწორი სიგნალია. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი. ამის სტიმული კი მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როდესაც უკრაინის მხარდაჭერაც და რუსეთზე ზეწოლაც საკმარისი იქნება“, - დაწერა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, „ისეთ სენსიტიურ საკითხებშიც კი, როგორიცაა ნავთობსადენ „დრუჟბას“ ფუნქციონირება“ და პარტნიორებისგან შესაბამის ნაბიჯებს ელოდება.

„ჩვენ მოველით, რომ ევროპული მხარე ასევე შეასრულებს იმას, რაც საჭიროა სიცოცხლის რეალური დაცვისა და უკრაინის სრული ევროინტეგრაციისკენ წინსვლისთვის“, - დასძინა პრეზიდენტმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია