
ტრამპი: ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა დასჯაც ირანში ამაღამ იგეგმებოდა, სიკვდილით აღარ დასჯიან - ძალიან ვაფასებ, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს თხოვნას
იმედი|imedinews.ge
ძალიან კარგი ამბავი - ახლახან შემატყობინეს, რომ რვა მომიტინგე ქალს, რომელთა დასჯაც ირანში ამაღამ იგეგმებოდა, სიკვდილით აღარ დასჯიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„მათგან ოთხს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, ხოლო დანარჩენ ოთხს ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯება. მე ძალიან ვაფასებ, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს თხოვნას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისას, და დაგეგმილი სიკვდილით დასჯა გააუქმეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge