
ანდრია ჯაღმაიძე: შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და პატრიარქის დაკრძალის ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი
იმედი|imedinews.ge
შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შეახებ ხვალ გახდება ცნობილი, - განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ხვალ შედგება სინოდის სხდომა 14:00 საათზე და გავაცხადებთ დაკრძალვის დეტალებს. ხვალვე გადავასვენებთ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში. იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში ხვალ პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge