ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო

იმედი|imedinews.ge

დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისში, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II - ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო.

„პატრიარქს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში 1979 წლის მაისში შედგა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

„ჩემი ვიზიტების დროს ყოველთვის მიხაროდა და აღფრთოვანებული ვიყავი ბულგარელი ხალხის მონოლითური ერთიანობით“, - აღნიშნავდა უწმინდესი.

ბულგარეთის წმინდა სინოდი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს ვრცელ მასალებს პატრიარქ ილია II-ის ვიზიტებისა და იმ სულიერი კავშირების შესახებ, რომელიც მასსა და ბულგარეთის ეკლესიას შორის ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია