
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პატრიარქის გარდაცვალებაზე: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს
იმედი|imedinews.ge
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს!",- ნათქვამია განცხადებაში.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge