
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ადამიანის გული დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა - საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან
იმედი|imedinews.ge
საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან, - განუცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს.
„ყველა ადამიანის გული - არ აქვს მნიშვნელობა, ის მორწმუნე ქრისტიანია თუ არა, რა თქმა უნდა, დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა. და მისი მთელი ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან თავის სამშობლოსთან ერთად ატარა, დღეს უფლის წინაშეა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge