
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში
იმედი|imedinews.ge
სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, - განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სინოდის სხდომის დაწყებამდე.
დეკანოზის თქმით, სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზეც, რის შემდეგაც ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.
„ძალიან დიდი დანაკლისი არის და ძალიან დიდი არის მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის სხვადასხვა დეტალებზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge