საბერძნეთის საელჩო: მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება - რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო

საბერძნეთის საელჩო: მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება - რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო

იმედი|imedinews.ge

საბერძნეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება.

მისი გზა განუყოფლად იყო დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს გზასთან. რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია