დეკანოზი ელიზბარი: სინოდი გადაწყვეტს, სად დაიკრძალება. მე ვიცი, რომ უყვარდა სიონი, 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს

დეკანოზი ელიზბარი: სინოდი გადაწყვეტს, სად დაიკრძალება. მე ვიცი, რომ უყვარდა სიონი, 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს

იმედი|imedinews.ge

სინოდის გადაწყვეტილება იქნება და გადაწყვეტენ სად დაიკრძალება, - განაცხადა ქაშვეთის ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა ელიზბარმა.

მისივე თქმით, პატრიარქს განსაკუთრებით სიონის ტაძარი უყვარდა.

„მე ვიცი, რომ უყვარდა სიონი, 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს, ვნახოთ“, - აღნიშნა დეკანოზმა ელიზბარმა.

საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია