მეუფე იობი: დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი

მეუფე იობი: დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი

იმედი|imedinews.ge

პატრიარქი სიონის ტაძარში დაიკრძალება, ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი, - განაცხადა მეუფე იობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, - განაცხადა მეუფე იობმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია