დავით გაბაიძე: მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სულიერი საყრდენის სიმბოლო. დღეს სიტყვები უძლურია, მადლიერება - უსასრულო. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!

დავით გაბაიძე: მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სულიერი საყრდენის სიმბოლო. დღეს სიტყვები უძლურია, მადლიერება - უსასრულო. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!

იმედი|imedinews.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„93 წლის ასაკში, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილი აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საქართველოს პატრიარქი თავდაუზოგავად ემსახურა საყვარელ ქვეყანასა და ხალხს, მან ურთულეს პერიოდში შეძლო აღედგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ერთიანობა, მისი ძლიერება. ერის სულიერ მამას განსაცდელში არასდროს მიუტოვებია თავისი სამწყსო, რომლისთვისაც უშურველად ლოცულობდა. მისი სიბრძნე და სულიერი სიმშვიდე, ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში, მხნეობას მატებდა და გზას უჩვენებდა ქართველ ხალხს.

ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლისთვის, ყოველი ადამიანი ღვთის შვილი იყო, მიუხედავად აღმსარებლობისა, რის გამოც განსაკუთრებულად აფასებდნენ და პატივს სცემდნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები. მისი უწმინდესობის ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის, სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიაში, როგორც კაცთმოყვარეობის, დედაეკლესიისა და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია