
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ დამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო
იმედი|imedinews.ge
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო. ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
მსვლელობაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge