
თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
იმედი|imedinews.ge
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
მსახურება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო რეზიდენციიდან დღეს სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.
ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge