
დეკანოზი იოანე ხეცურიანი: პატრიარქმა ახალი ეპოქა შექმნა. მან საქართველოს აჩუქა კეთილი, ღვთის დიდებით აღსავსე მომავალი
იმედი|imedinews.ge
სრულიად საქართველო არის დაობლებული, დიდი ტკივილია, - განაცხადა დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, პატრიარქმა ახალი ეპოქა შექმნა.
„მან საქართველოს აჩუქა კეთილი, ღვთის დიდებით აღსავსე მომავალი და ეს ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულები არიან დედაეკლესიაში და ღმერთის სიყვარულით ცხოვრობენ, არის უწმინდესის დამსახურება“, - აღნიშნა დეკანოზმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge