ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს

ტრამპის განცხადებით, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი კატარს კვლავ დაბომბავს, ამერიკის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სრულად გაანადგურებს.

ტრამპის განცხადებით, გუშინ ისრაელმა ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა განახორციელა ისე, რომ ის საქმის კურსში არ იყო. ამის საპასუხოდ, როგორც თეთრი სახლის ლიდერმა დაწერა, ირანმა კატარში მდებარე თხევადი გაზის საწარმო დაბომბა.

„შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა აღნიშნული თავდასხმის შესახებ და მასთან კავშირი კატარსაც არ ჰქონია. სამწუხაროდ, ირანმაც არ იცოდა სამხრეთ ფარსზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები და უსამართლოდ და გაუმართლებლად თავს დაესხა კატარის თხევადი გაზის საწარმო ობიექტს. ისრაელი აღარ განახორციელებს თავდასხმას სამხრეთ ფარსის მნიშვნელოვან და ძვირფას სამხრეთ ფარსის საბადოზე, თუ თავად ირანი არ გადაწყვეტს თავს დაესხას უდანაშაულო კატარს. ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის დახმარებით ან მის გარეშე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს გაანადგურებს ისეთი ძალით, როგორიც ირანს მანამდე არ უნახავს“, - დაწერა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია