
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა
იმედი|imedinews.ge
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ზუგდიდიდან კოლონა დაიძრა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათ თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი ემსახურება.
ცნობისთვის, თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტიდან. ტრანსპორტის განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციები მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზეა განთავსებული. დამატებით რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდან დანიშნა საქართველოს რკინიგზამაც.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge