თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

იმედი|imedinews.ge

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„2026 წლის 19 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არჩილ კალანდიას , თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი გამოუცხადა.

ქ. ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, მინისტრის მოადგილემ, შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს , ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას, ქართველი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია ჩანაწერში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია