მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: კვირის მსახურებას 09:00 საათიდან დაიწყებს მეუფე შიო, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: კვირის მსახურებას 09:00 საათიდან დაიწყებს მეუფე შიო, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: კვირის მსახურებას 09:00 საათიდან დაიწყებს მეუფე შიო, წესის აგებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პატრიარქი

იმედი|imedinews.ge

კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში შესვლაზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს და დაშვება მხოლოდ საშვებით იქნება.

„იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწის უწმინდესის შესახებ. შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი. მე ზუსტად ვერ ჩამოვთვლი. მოქალაქეების რიგები მეტროდან იწყება, უწყვეტად, მრავალი საათის განმავლობაში და, მით უმეტეს, დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, დაშვება იქნება მხოლოდ საშვებით. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, შეძლებენ შესვლას. გაირკვევა, ჯერ დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლით ყველაფერი. მედიას შიგნით არ ექნება დაშვება.

ილია მეორის გადასვენებას რაც შეეხება, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ საათზე იქნება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება. დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო

იმედი

ზაალ მიქელაძე: პატრიარქმა შეძლო უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს

ზაალ მიქელაძე: პატრიარქმა შეძლო უმთავრესი მისიის შესრულება: გვასწავლა ღვთისა და ადამიანის სიყვარული და ზეციურ დასს შეერთებული გაგვინათებს მომავლის იმედს

იმედი

დიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები - ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!

დიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები - ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!

იმედი

ფინანსთა მინისტრმა მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

ფინანსთა მინისტრმა მეუღლესთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი