ყვარელსა და თელავში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ყვარელსა და თელავში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ყვარელში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს თელავში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშიც. ღვთისმსახურებას დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი გაუძღვა.

„დიდი მოღვაწე და დიდი სულიერი მამა იყო, საქართველოს ასეთი კათოლიკოს-პატრიარქი თითქმის, არ ჰყოლია. მან ძალიან მძიმე წლებში განვლო თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ არაფერს შეუშინდა, სულიერად ამხნევებდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს", - აღნიშნა დეკანოზმა ანთიმოზ ჩაგელიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია