მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო - ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში. მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორიცაა ერთიანობა და გულისხმიერება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება“, - აღნიშნულია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარიამ ირანში ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტი შეაჩერა

შვეიცარიამ ირანში ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტი შეაჩერა

იმედი

დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი პატრიარქზე: ძალიან მძიმე წლებში განვლო თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ არაფერს შეუშინდა. სულიერად ამხნევებდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს

დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი პატრიარქზე: ძალიან მძიმე წლებში განვლო თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ არაფერს შეუშინდა. სულიერად ამხნევებდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს

იმედი

დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა

იმედი