მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გოგა ხაინდრავა: არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან
გოგა ხაინდრავა: არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან

იმედი|imedinews.ge

ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს.

როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.

„არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან. წარმოიდგინეთ რა სიყვარული დატოვა. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ სამების საკათედრო ტაძარში, მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა.

დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს ამ საზოგადოებაში, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა დატოვა სიყვარული.

ვინც ახლა იქ დგას [სამების ტაძარში], რომ უთხრა შედი და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენე ან თავს მოგაჭრით, დარწმუნებული ვარ ყველა წავა და თავს დადებს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

იმედი

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

იმედი

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

იმედი