
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
იმედი|imedinews.ge
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ერს გულწრფელად ვუსამძიმრებთ“, - ჩაწერა სამძიმრის წიგნში ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა.
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს გარდაცვალება დიდი დანაკარგია“ და გარდაცვლილი პატრიარქი „დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ“.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge