
ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა
მისმა აღმატებულებამ, ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მეუფე აბელმა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიანა ჟღენტს სამძიმარი გამოუცხადა და გადასცა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ საბას ოფიციალური სამძიმრის წერილი.
აქვე მეუფე აბელმა, საქართველოს საელჩოს ლუბლინისა და ხელმის ეპარქიის მიერ გამოცემული წიგნი უსახსოვრა, რომელშიც ასახულია 2005 წელს პოლონეთის ქალაქ ლუბლინში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge