მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას
საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

საპატრიარქო: მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა 22 მარტს, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქოს ინფორმაციით, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. საპატრიარქო ბოდიშს უხდის საზოგადოებას და სთხოვს, გაგებით მოეკიდოს არსებულ ვითარებას.

„ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისდაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდანგამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.

წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მამა გიორგი(ვაშალომიძე): ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, ეს გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია

მამა გიორგი(ვაშალომიძე): ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, ეს გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია

იმედი

ჯაბა სამუშია პატრიარქზე: მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა

ჯაბა სამუშია პატრიარქზე: მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა

იმედი

თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

იმედი