ეპოქა, რომელიც პატრიარქმა შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების. მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ეპოქა, რომელიც პატრიარქმა შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების. მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

დღევანდელი ეთერი ეძღვნება ეპოქის პატრიარქს. ეპოქა, რომელიც მან შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, მძიმე იყო ჯვარი, რომელიც უწმინდესმა ატარა. ყველა კრიტიკულ მომენტში კი მის გადაწყვეტილებებში, მის სიტყვებში, იგრძნობოდა ღვთიური სიბრძნე.

„სიონის საკათედრო ტაძარი მეხუთე საუკუნიდან, 1920 წლიდან - საპატრიარქო ტაძარი. დღეიდან, თბილისის სიონში განისვენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ეს არის დღე, რომელიც დარჩება საქართველოს ისტორიაში. მიიღე სამძიმარი, საქართველო! თანავუგრძნობ ერსა და ბერს.

დღევანდელი ეთერი ეძღვნება ეპოქის პატრიარქს. ეპოქა, რომელიც მან შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების. ამბიონიდან ერთ-ერთი ქადაგებისას პატრიარქმა თქვა: „ყველა ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში, ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, ასევე, აძლევს მისი ტარების ძალას.ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას“.

მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა და ყველა კრიტიკულ მომენტში, მის გადაწყვეტილებებში, მის სიტყვებში იგრძნობოდა ღვთიური სიბრძნე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, „მადლობა, პატრიარქო“ - ასე ჰქვია „იმედის კვირის“ სპეციალურ ეთერს, რომელიც უწმინდესის მიერ განვლილ გზასა და მის მძიმე ჯვარზე მოგითხრობთ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია