
შალვა კეკელია: პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, სოხუმში უნდა გავშალო დიდი სუფრაო, ქუჩასაც ასახელებდა, არც საკუთარ თავს უკარგავდა იმედს და არც ქვეყანას - მწამს, პატრიარქი აფხაზეთში უეჭველად დაბრუნდება, იმიტომ, რომ ჩვენ დავბრუნდებით
პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, სოხუმში უნდა გავშალო დიდი სუფრაო, ქუჩასაც ასახელებდა ხოლმე და იქ ჩვენ ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთო, - ასე გაიხსენა აფხაზეთისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დამოკიდებულება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში „იმედის კვირა“.
დეკანოზი იხსენებს, რომ უწმინდესი ყველას მუდმივად უმეორებდა, რომ აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდებოდა.
„ამბობდა, მე ვიცი, რომ აფხაზეთში დავბრუნდები და მე აფხაზეთში უეჭველად ვიქნებიო. ყველას ეუბნებოდა - შენ აფხაზეთში დაბრუნდებიო. არც საკუთარ თავს უკარგავდა და არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენ გვიკარგავდა ამ იმედს, რომ უეჭველად ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით, უეჭველად გავერთიანდებით. მე ზუსტად მჯერა და მწამს რომ პატრიარქი აფხაზეთში უეჭველად დაბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენ უეჭველად დავბრუნდებით აფხაზეთში“, - ამბობს შალვა კეკელიამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 1967 წლიდან თითქმის, 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მოღვაწეობდა.
საქართველომ დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge