
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა მან თქვა, რომ ჩვენ ისე არ უნდა წავიდეთ, რომ არ გადავასვენოთ ამ ბიჭების ცხედრებიო
შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა მან თქვა, რომ ჩვენ ისე არ უნდა წავიდეთ, რომ არ გადავასვენოთ ამ ბიჭების ცხედრებიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.
მისივე თქმით, პატრიარქს შესთავაზეს, რომ ის წასულიყო და თავად გაუწევდნენ ორგანიზებას, მაგრამ უწმინდესმა უარი განაცხადა.
„პატრიარქს შესთავაზეს, რომ ის წასულიყო და თავად გაუწევდნენ ორგანიზებას, მაგრამ უწმინდესმა თქვა, რომ არა, მე სანამ აქ ვარ რამდენიც შეგვიძლია იმდენი ცხედარი გადავასვენოთ. პირველი 7 ცხედარი გადმოასვენეს უწმინდესის თანხლებით პატრიარქის ჩამოსვლამ მისცა ბიძგი ადამიანების გამოყვანას, მიცვალებულთა გადმოსვენებას, ტყვეთა გათავისუფლებას“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge