მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ
სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ

სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ

იმედი|imedinews.ge

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.

სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.

„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.

„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

საქართველომ გუშინ, 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი პატრიარქზე: უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!

შალვა პაპუაშვილი პატრიარქზე: უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!

იმედი

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო - გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს

გაერო: ბოლო 11 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

გაერო: ბოლო 11 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

იმედი

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთის პორტსა“ და „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთის პორტსა“ და „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ

იმედი