გაერო: ბოლო 11 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

გაერო: ბოლო 11 წელი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო

იმედი|imedinews.ge

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი ანგარიშის თანახმად, 2015-2025 წლები ამინდზე დაკვირვებების ისტორიაში (1850 წლიდან) ყველაზე ცხელი 11-წლიანი პერიოდი აღმოჩნდა.

დადასტურდა, რომ 2024 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იყო - ტემპერატურამ ინდუსტრიამდელ საშუალო მაჩვენებელს 1.55°C-ით გადააჭარბა. 2025 წელი კი სხვადასხვა მონაცემებით, ისტორიაში მეორე ან მესამე ყველაზე ცხელ წლად დასახელდა. მისი ტემპერატურა ინდუსტრიამდელ ნიშნულს 1.43°C-ით აღემატებოდა.

მყინვარების მასის კარგვა საკვანძო წერტილებში ხუთ ყველაზე ცუდ მაჩვენებელს შორის მოხვდა. განსაკუთრებული კლება დაფიქსირდა ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა, ვითარებას საგანგებო უწოდა.

„გლობალური კლიმატის მდგომარეობა საგანგებოა. დედამიწა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს მიღმაა. კლიმატის ყოველი საკვანძო ინდიკატორი განგაშის წითელ ფერში ციმციმებს“, - აღნიშნა მან.

2015 წლის პარიზის შეთანხმებით, ქვეყნები შეთანხმდნენ, ეცადონ, არ დაუშვან გლობალური დათბობის 1.5°C-ით გადაჭარბება, თუმცა 2024 წლის მონაცემებმა ეს ზღვარი უკვე გადაკვეთა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია