„მიყვარხარ საქართველო!“ - კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, დიდ ეკრანებზე ილია მეორის ფოტო გამოჩნდა

„მიყვარხარ საქართველო!“ - კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, დიდ ეკრანებზე ილია მეორის ფოტო გამოჩნდა

იმედი|imedinews.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, დიდ ეკრანებზე გამოჩნდა ილია მეორის ფოტო წარწერით - მიყვარხარ საქართველო!

საქართველომ გუშინ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია