აზერბაიჯანის პარლამენტი: ქალბატონმა გაფაროვამ აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს - პატრიარქს უკანასკნელი პატივი ქუჩებში გამოსულმა ასობით ათასმა ადამიანმა მიაგო

აზერბაიჯანის პარლამენტი: ქალბატონმა გაფაროვამ აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს - პატრიარქს უკანასკნელი პატივი ქუჩებში გამოსულმა ასობით ათასმა ადამიანმა მიაგო

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანის პარლამენტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტზე წერს, რომელსაც მილი მეჯლისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.

„ქალბატონმა გაფაროვამ აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს. პატრიარქის ცხედარი სამებიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე განსაკუთრებული პატივით გადაასვენეს. პატრიარქს უკანასკნელი პატივი ქუჩებში გამოსულმა ასობით ათასმა ადამიანმა მიაგო“, - ნათქვამია მილი მეჯლისის განცხადებაში.

საქართველომ გუშინ, 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია