
ესპანეთის საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს საელჩოში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
იმედი|imedinews.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge