
მამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად მთელი საქართველო ჭირისუფალი იყო
იმედი|imedinews.ge
ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ „ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ილია მეორე ეპოქალური პატრიარქი იყო.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველო იყო ჭირისუფალი. სიონის ტაძარი რა თქმა უნდა განსაკუთრებულია, მაგრამ ამის შემდგომ ის კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული ხდება, ვინაიდან აქ მისი უწმინდესობის სხეულმა დაიდო ბინა. ძალიან გვიმძიმს ყველას ეს დღეები, მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობა ეპოქალური პატრიარქი იყო, მან ეპოქა შექმნა“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.
საქართველომ გუშინ, 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge