მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. გივი მიქანაძემ საელჩოს ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითად მიმართულებებზე.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის როგორც პროფესიული, ასევე სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებებით კავშირების გაღრმავებას და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების პარტნიორობის გაფართოების საკითხზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიეტუვის პრემიერი ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

ლიეტუვის პრემიერი ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს, გაცილებით მეტს მოითხოვს, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

იმედი

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი