
ComCom-მა კულტურულ-შემოქმედებითი რადიოს კონკურსი გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეუძლია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
კონკურსის ფარგლებში, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის სპეციალიზებული ლიცენზია გაიცემა და საეთერო მომსახურების ზონად N1 - თბილისი განისაზღვრება. ლიცენზიის მაძიებლებს დოკუმენტაციის წარმოდგენა კომუნიკაციების კომისიაში 2026 წლის1ივნისის 17:00 საათამდე შეუძლიათ.
კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2026 წლის 9 ივლისს ჩატარდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge