
ჯერარდო ჯიოვანოლი: ვფიქრობ, ევროპის საბჭოსთვის პრობლემაა, რომ საქართველო აქ არ არის. ვიცით, მთავარი საკითხია ის, რომ ოპოზიცია თითქოს გაძევებულია პარლამენტიდან არჩევნების შემდეგ
ვფიქრობ, ეს არის პრობლემა ევროპის საბჭოსთვის, რომ საქართველო აქ არ არის, მაგრამ როგორც ვიცით ქვეყანაში არსებული პირობები არ იძლევა რეალური ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობას. ვიცით, მთავარი საკითხია ის, რომ ოპოზიცია თითქოს გაძევებულია პარლამენტიდან არჩევნების შემდეგ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ჯერარდო ჯიოვანოლმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა ააგოს ხიდები და თანამშრომლობა უნდა იყოს ორმხრივი.
„ვფიქრობ ეს უნდა იყოს სენსიტიური საკითხი ხელისუფლებისთვის, რათა არ შეიქმნას ასეთი პოლარიზაცია, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს საკითხი ცუდად გამოიყენოს ოპოზიციამ, ამიტომ ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან, უნდა ააგოთ ხიდები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.
მე არ ვყოფილვარ იქ არჩევნების დასაკვირვებლად. იყო განსხვავებული მოსაზრებები შედეგებზე. მე წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, მაგრამ ჩვენ ვართ ევროპის საბჭო, არსებობს განსხვავებული მიდგომები“, - აღნიშნა ჯერარდო ჯიოვანოლმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge