მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა
გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ეკატერინე ხუციშვილთან ერთად ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლები დააჯილდოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის განვითარების ხელშეწყობის კუთხით მოსწავლეთა წახალისებისა და დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ბოლო წლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

„ქართული ენა არის ის საყრდენი, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა. დღეს ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე რესურსების შექმნას და მისი პოპულარიზაციის მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სამინისტროსთვის უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებლო პროცესის ქართულ ენაზე უზრუნველყოფა. ჩვენი დიასპორის პროგრამის მიზანი სწორედ ეს გახლავთ - პროგრამა 2017 წლიდან ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეების აკადემიური შესაძლებლობების განვითარებას, საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის პროფესიული კომპეტენციების ამაღლებას და მათთვის ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძემ და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დიასპორის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება. 2025 წელს პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ - distancelearning.mes.gov.ge, რომელიც 82 ქვეყნის 3 080-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ონლაინ ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

ამავე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ხორციელდება ღირებულებითი განათლების კლუბების კომპონენტი, რომელსაც საპატრიარქოს ხელშეწყობით უძღვებიან ცენტრის მიერ გადამზადებული სასულიერო პირები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს

Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას

გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას

იმედი

ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები აზერბაიჯანში გამართოს

ზელენსკი: უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები აზერბაიჯანში გამართოს

იმედი

ამირან სალუქვაძე: თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული „ლელოს" ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV "პირველი" ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს