
გურამ მაჭარაშვილი: ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას
საქსტატის მიერ მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
„ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას იწვევს, უზრუნველყოფს ქვეყნიდან წასული ადამიანების დაბრუნებას.
ეს განპირობებულია იმით, რომ აქ არის შესაძლებლობა, მოახდინონ თვითრეალიზაცია და ჰქონდეთ დასაქმების პერსპექტივები, ეს ყველაფერი ეკონომიკურ განვითარებას მოჰყვება, რაც თავისთავად ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შედეგია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიგრაციის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2025 წელს 3 ათასზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნდნენ, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დატოვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge