ნიკოლოზ ჩხეტიანი: ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტთან სამართალმცოდნეობის მიმართულებით, - განაცხადა მედიასთან საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფართოვდება და ახალი მიმართულებები ემატება.

„უნივერსიტეტი ფართოვდება. ჩვენ გვემატება ახალი მიმართულებები. ამჟამად გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც გვაინტერესებს თანამშრომლობა იურიდიული ფაკულტეტის შემდგომ განვითარებასთან, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი არის ჰუმანიტარული მიმართულების, აქვს ძალიან ძლიერი ჰუმანიტარული პროგრამები, მათ შორის, სამართალმცოდნეობა და ბუნებრივია, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს შესაბამისი თანამშრომლობა აღნიშნულ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით.

ამ დღეებში გვექნება, ასევე, სხვა საინტერესო შეხვედრები, როგორ მიუნხენის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, ასევე, ადგილობრივ სამთავრობო წრეებთან და სამინისტროებთან," - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფებიან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია