
რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს
იმედი|imedinews.ge
რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. სოციალ დემოკრატები და მემარჯვენეები მთავრობის უნდობლობის ვოტუმს ამზადებენ. ქვეყნის პარლამენტში ილიე ბოლოჟანის მთავრობის ნდობის საკითხის დასაყენებლად ტექნიკური სამზადისი ორმა პარტიამ დაიწყო.
პარლამენტში კენჭისყრისთვის ერთობლივი განაცხადი შეიტანეს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და ალიანსმა რუმინეთის გაერთიანებისთვის. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შვიდმა წევრმა 23 აპრილს მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები დატოვა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge