ნუკრი შოშიაშვილი: რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში პატრიარქს დიდ პატივს სცემდნენ. ვნახეთ, რომ ბაირამი არ ჩაატარეს - ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ ილია მეორე არ იყო მარტო ერთი ჯგუფის ლიდერი

ნუკრი შოშიაშვილი: რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოში პატრიარქს დიდ პატივს სცემდნენ. ვნახეთ, რომ ბაირამი არ ჩაატარეს - ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ ილია მეორე არ იყო მარტო ერთი ჯგუფის ლიდერი

იმედი|imedinews.ge

პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური მოღვაწე, ის იყო ეროვნული მოღვაწე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქმა კარგად იცოდა, რომ ეკლესია არ იყო მხოლოდ რელიგიური ორგანიზაცია, მან იცოდა, რომ ის იყო ეროვნული ორგანიზაცია.

როგორც ისტორიკოსმა აღნიშნა, პატრიარქმა მოახერხა, რომ ეკლესიისთვის სწორი გზა მიეცა.

„პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური ლიდერი. კულტუროლოგიაში არსებობს რამდენიმე ქარიზმატული ლიდერის ფენომენი, ყველა რელიგიურ ლიდერს აქვს ძალაუფლებრივი ელემენტი, შეიძლება პატივს სცემდე, მაგრამ თან გაშინებს ეს ელემენტი. ილია მეორის შემთხვევაში მისი ქარიზმა არ იყო დაკავშირებული ძალაუფლებასთან, ის დაკავშირებული იყო სუფთა სახის სიყვარულთან. მისი მიბაძვა იმიტომ კი არ გინდოდა, რომ შენ ძალაუფლებასთან ახლოს იყავი, იმიტომ, რომ ის სიკეთე, რაც მისგან გადმოდიოდა გარკვეულწილად მისი თანამონაწილე ყოფილიყავი.

არა მარტო ქრისტიანები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებიც საქართველოში პატივს სცემდნენ. ვნახეთ, რომ ბაირამი არ ჩაატარეს. პატრიარქი არ იყო უბრალოდ რელიგიური მოღვაწე, ის იყო ეროვნული მოღვაწე. ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ ილია მეორე არ იყო მარტო ერთი ჯგუფის ლიდერი“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია