სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს (INL) დირექტორთან, ჯეიმი შაფელბარგერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკულ მხარეს გააცნო უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროსთან (INL) მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია