
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა
იმედი|imedinews.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა.
კომისია წარმოგენილი კონცეფციებიდან, საპროექტო კონკურსებში გამარჯვებულებს რამდენიმე დღეში დაასახელებს.
წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას. წალენჯიხის სკვერში კი დაგეგმილია რეკრეაციული და ყველა ასაკობრივი კატეგორიის დამსვენებლისათვის განკუთვნილი ზონების მოწყობა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge