
ირაკლი კირცხალია: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს - მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება
იმედი|imedinews.ge
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.
კირცხალია მუსლიმ თემს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სითბო, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი“, - წერს კირცხალია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge