მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

ზუგდიდში „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები ქალაქ ზუგდიდში, აგრარული კომიტეტის გასვლით სხდომაზე წარადგინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სხდომის მონაწილეებს დარგში არსებული ვითარება, მიღწეული შედეგები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, 2025 წელს კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ცენტრალურ და რეგიონულ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: ჩამოყალიბდა თვისობრივად და ფუნქციურად ახალი მიმართულებები, მათ შორის, კომერციული დირექტორატი, სადისპეტჩერო სამსახური და საინფორმაციო-სასწავლო ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ოპერაციულ პროცესებს, ისე მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას.

2025 წლის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დასახელდა 14-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ ახალი ტარიფის განსაზღვრა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმები.

გენერალური დირექტორის თქმით, განხორციელებული რეფორმების შედეგად, გაუმჯობესდა შიდა კოორდინაცია, გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია დაკონტრაქტებულმა სასოფლო-სამეურნეო ფართობების მაჩვენებელმა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლო დავებთან დაკავშირებული რისკებიც.

შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის გეგმებიც. აღინიშნა, რომ შეიქმნება კომერციული პროცესების დაგეგმვისა და ადმინისტრირების სისტემის (ბილინგი) პროგრამა, დაინერგება სადისპეტჩერო მონიტორინგის სისტემა, ოფისები მოეწყობა გურჯაანში, ქუთაისსა და მარნეულში, მომსახურების ახალი ცენტრები გაიხსნება მელაანში, წნორსა და დმანისში. კაპიტალური პროექტებისთვის 2026 წლისთვის საერთო ჯამში 86,284,851 ლარია გათვალისწინებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიონის ტაძარში ხალხმრავლობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს, კვლავ ჩამოდიან უცხოეთიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიონის ტაძარში ხალხმრავლობაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს, კვლავ ჩამოდიან უცხოეთიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა

თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა

იმედი

Euronews: ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ

Euronews: ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ

იმედი

მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება

მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება

იმედი