
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.
საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება.
თამარ ბაგრატიონი დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge