მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღეს მომხმარებლის უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ. შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლება და იმ საჭირო ცოდნის გაზიარება იყო, რომელიც მათ თანამედროვე ბაზარზე საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოადგებათ. შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა ნივთის ადგილზე, ან ონლაინ შეძენისას, როგორ ამოიცნონ შესაძლო დარღვევები და რა ნაბიჯები უნდა გადადგან საკუთარი უფლებების აღსადგენად. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პრაქტიკაში არსებული რეალური მაგალითების საფუძველზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა GCCA-ის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო-საინფორმაციო პროგრამა დადებითად შეაფასეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი

ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

იმედი

სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად

სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად

იმედი

POLITICO: მეფე ჩარლზ მესამე აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით აპრილში ჩავა, ხოლო ტრამპი კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს

POLITICO: მეფე ჩარლზ მესამე აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით აპრილში ჩავა, ხოლო ტრამპი კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს

იმედი