მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აფასოებდა ხიზილალას. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება

იმედი

მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს

მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს

იმედი

მეუფე სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი, 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს

იმედი